пятница, 14 мая 2010 г.

ისტ ტექნოლოგიები ჩვენს ცხოვრებაში

პროექტის სახელი – ისტ ჩვენს ცხოვრებაში
პროექტის მიზანი – მონაწილეები გაეცნობიან ისტ–ის განვითარების ეტაპებს, გააცნობიერებენ ისტ–ის როგორც დადებით, ისე უარყოფით მხარეებს. განუვითარდებათ ისტ–ის, საკომუნიკაციო საშუალებების და/ან ქსელების ეთიკურად, პასუხისმგებლობით გამოყენების უნარი სასურველი ინფორმაციის მოპოვების, შენახვის ერთმანეთთან დაკავშირების, შეფასების, ანალიზის, ახლის შექმნისა და შემდგომი გადაცემის შესაძლებლობებისთვის – იმ მიზნით, რომ ვიმოქმედოთ, ჩვენი ფუნქცია შევასრულოთ თანამედროვე საზოგადოებაში.
პროექტში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ტექნოლოგიების გავლენაზე ინდივიდზე, საზოგადოებაზე და გარემომცველ სამყაროზე. მოსწავლეები თავიდანვე უნდა გაეცნონ და ინფორმირებული იყვნენ ისტ–ის პასუხისმგებლობით მოხმარების შესახებ. მათ შორის, ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნებისა და დაცვის მხრივ. მოზარდმა უნდა იცოდეს, რა ბუნებრივ გარემოში ცხოვრობს, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს გარემოს ტექნოლოგიური ნარჩენებით დაგვიანებამ, როგორ შეინარჩუნოს და დაიცვას იგი.
პროექტის სრული აღწერა – მონაწილენი განიხილავენ ისტ–ს განვითარებიის ქრონოლოგიას დღემდე. სხვადასხვა წყაროებიდან (სახელმძღვანელოები, ჟურნალები, ინტერნეტი)შეაგროვებენ საჭირო ინფორმაციას იმაზე, თუ როგორი ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს ისტ–მა მოზარდის ჯანმრთელობაზე, მის ფსიქიკაზე. აიღებენ ინტერვიუებს ფსიქოლოგებისაგან, ექიმებისაგან.
მონაწილეთა ასაკი: 14–15 წელი (მე–9–მე10 კლასი).
ვადები/ხანგძლივობა:2თვე (მაისი, ივნისი). ასევე პროექტი იქნება განახლებადი ყოველი წლის მაისი/ივნისისთვის,ინფორმაციის მოგროვებით ისტ–ის განვითარების ახალი მიღწევების შესახებ.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი, რაც შეიძლება შეიქმნას: საინფორმაციო ბუკლეტი, პრეზენტაცია, ბლოგი.
სარგებელი სხვებისთვის:გაეცნობიან ისტ–ის განვითარების ეტაპებს, თავიდანვე განუვითარდებათ ისტ–ის მოხმარების სწორი უნარ–ჩვევები.
სამუშაო ენა: ქართული.
მონაწილეები სხვა სკოლიდან: –
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან კავშირი: ისტორია, ინფორმატიკა.
პროექტის ფასილიტატორი: მაკა ნუცუბიძე.
ფასილიტატორის ელ.ფოსტა: makanuca@gmail.com